დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საეჭვო შეფუთვა აღმოაჩინეს

19:30, 12.03.2018

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საეჭვო შეფუთვა აღმოაჩინეს.  ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ ინფორმირებული ვართ საეჭვო ნივთიერებასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ“, – განუცხადა სააგენტოს პარლამენტის წარმომადგენელმა.

ინციდენტის გამო პარლამენტის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია არ განხორციელებულა. უსაფრთხოების მიზეზით, ორ პირი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი