დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია ისრაელის მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის რამდენიმე გემის შეჩერების გამო
დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია ისრაელის მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის რამდენიმე გემის შეჩერების გამო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გემზე ბრიტანეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული ფლოტილიის სიტუაციის გამო, ვეკონტაქტებით გემზე მყოფი ბრიტანელების ოჯახებს. ჰუმანიტარული დახმარება რომელიც ფლოტილიაზე იყო, უნდა გადაეცეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რათა მათი მიწოდება უსაფრთხოდ მოხდეს ღაზაში“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის რამდენიმე გემი შეაჩერეს და ბორტზე მყოფი აქტივისტები, მათ შორის, გრეტა ტუნბერგი დააკავეს. ფლოტილია ცდილობს, ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას ღაზაში მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებით.