დიდი ბრიტანეთის მთავრობა - ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარება“ მიუღებელია 
დიდი ბრიტანეთის მთავრობა - ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარება“ მიუღებელია 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე სახელმწიფო მინისტრი ალან დანკანის სახელით არის გამოქვეყნებული.

„აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ასადის რეჟიმმა აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში 2008 წელს, მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემდგომი აღიარება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, იყო საქართველოს სუვერენული უფლებების მიუღებელი დარღვევა. რუსეთი კვლავ ლახავს საქართველოს კანონიერ ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ნაბიჯი მშვიდობის დამყარებას ხელს არ უწყობს. როგორც სირიის რეჟიმი, ისე რუსეთი კვლავ აგრესიულად ცდილობენ, შელახონ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1808 მიმართ, რომელიც ადასტურებს ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.