დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი - გვაშფოთებს კორონავირუსის შემთხვევების მატება
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი - გვაშფოთებს კორონავირუსის შემთხვევების მატება

ჩვენ ტესტირებას ვატარებთ, კონტაქტებსაც ვიკვლევთ და საჭირო თუ გახდა. ადგილობრივად ჩავკეტავთ დასახლებებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეტ ჰენკოკი აცხადებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, რათა არ გავრცელდეს ვირუსი და ხალხი საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ან ფატალური შედეგი არ დადგეს.

„გვაშფოთებს შემთხვევების მატება. ინფიცირების შემთხვევების მატებას ვხედავთ სხვა ქვეყნებშიც ევროპის კონტინენტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მსგავსი შედეგები აქ თავიდან ავიცილოთ. მსოფლიოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვხედავთ ახალგაზრდებში ვირუსის გავრცელების მომატებულ შემთხვევებს, რასაც შედეგად მოსდევს მთელი მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებლის მატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვირუსს არ მივცეთ ბებია-ბაბუების დასნეულების შესაძლებლობა და წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების განმეორება არ დავუშვათ“ , – განაცხადა მეტ ჰენკოკმა.

ჯანდაცვის მდივნის თქმით, მთავრობა დაავადების გავრცელების პრევენციისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, ყველა საჭირო ზომას მიმართავს, თუმცა უპირველეს ყოვლისა და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ყველა აუცილებელ ზომას მივმართავთ, თუმცა უპირველეს ყოვლისა ხალხს მოვუწოდებთ, რომ სოციალური დისტანცია დაიცვან. ჩვენ ტესტირებას ვატარებთ, კონტაქტებსაც ვიკვლევთ და საჭირო თუ გახდა, ადგილობრივად ჩავკეტავთ დასახლებებს. თუმცა, თავდაცვის უპირველესი საშუალებაა ყველასთვის, – ვინც არ უნდა იყო და რამდენი წლისაც არ უნდა იყო – არის სოციალური დისტანციის დაცვა, რათა არ გავავრცელოთ ეს ვირუსი და ხალხი საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ან უარესი შედეგით არ დამთავრდეს ეს ამბავი“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეტ ჰენკოკის.