დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „1937 წლის მომენტის“ წინაშე არიან და ყველაფერი უნდა გააკეთონ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად
დიდი ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „1937 წლის მომენტის“ წინაშე არიან და ყველაფერი უნდა გააკეთონ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „1937 წლის მომენტის“ წინაშე არიან და ყველაფერი უნდა გააკეთონ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად. ამის შესახებ ბრიტანეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა, პატრიკ სანდერსმა განაცხადა.

ბრიტანელი გენერლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი „ექსპანსიონისტური ამბიციები“ უდიდეს საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას და ძალადობის გარეშე ცხოვრების თავისუფლებას.

დასავლური მედიის ცნობით, ბრიტანელი გენერალი ლონდონში, არმიის კონფერენციაზე გეგმავს სიტყვით გამოსვლას, სადაც განაცხადებს, რომ მისი ერთადერთი მიზანია „ჯარის მობილიზება, რათა დაეხმაროს ევროპაში ომის გავრცელების თავიდან აცილებას, ბრძოლის და გამარჯვებისთვის მზადყოფნით ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების შესაბამისად.