დიდი ბრიტანეთის ელჩი – მიჭირს გავიგო, რატომ არ უბრუნებენ ოჯახს ტატუნაშვილის ცხედარს

00:56, 14.03.2018

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩი  ჯასტინ მაკკენზი სმიტი არჩილ ტატუნაშვილის საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. დიპლომატი საქართველოს მოქალაქის ცხედრის გადმოცემის დაყოვნებას დაუშვებლად მიიჩნევს.

„მიჭირს გავიგო, თუ რატომ არ უბრუნებენ ოჯახს ტატუნაშვილის ცხედარს, ცხინვალში მისი გარდაცვალებიდან 19 დღის შემდეგ რას ემსახურება ეს? ისინი, ვინც ითხოვენ მოპყრობას პატივისცემითა და ღირსებით, უნდა მოქმედებდნენ ამ ღირებულებების გათვალისწინებით და დაასრულონ ეს დაყოვნება“, – წერს ელჩი.

მსგავსი