დიდი ბრიტანეთის ელჩი - პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა ძალის გამოყენება გამოირიცხოს
დიდი ბრიტანეთის ელჩი - პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა ძალის გამოყენება გამოირიცხოს

პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა ძალის გამოყენება გამოირიცხოს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზი სმითმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ახლა გაერთიანების დროა. მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ. პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა ლიდერს, ეს რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გააჟღერონ“, – წერს ბრიტანელი დიპლომატი.