დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა

11:50, 26.02.2026

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

უწყებაში შესვლამდე ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

საქმე ეხება ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი, რადგან სანქციებს მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.

მსგავსი