დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება.

როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ძალები ახლა სრულად არის გაყვანილი ბელარუსსა და რუსეთში. ამ ძალების ნაწილი უკვე გადაყვანილია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

„ამ ძალების უმეტესობას გაძლიერება და შევსება დასჭირდებათ, ვიდრე მათ უკრაინის აღმოსავლეთით გააგზავნიან. ნებისმიერი გადაჯგუფება სულ მცირე ერთ კვირას გასტანს“, – აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე უკრაინული ქალაქების მისამართით ცეცხლს კვლავ ხსნიან. რუსული ძალების ნაწილი გადაადგილდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ იზიუმის მიმართულებით, თუმცა უკრაინელები მათ შეჩერებას ახერხებენ.