დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება

დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება,- ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთი განაგრძობდა მცირე წინსვლას ბახმუტის ალყაში მოქცევის ძალისხმევაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ბახმუტში ორი ძირითადი გზა უკრაინელი დამცველებისთვის ახლა სავარაუდოდ პირდაპირი ცეცხლის საფრთხის ქვეშ არის რუსეთის წინსვლის შედეგად. მიმდინარე კვირის დასაწყისში „ვაგნერის“ ფორმირებებმა დიდი ალბათობით დაიკავეს მეორეხარისხოვანი მარშრუტი, რომელიც ბახმუტს ქალაქ სევერსკთან აკავშირებს.

უკრაინული ძალებისთვის რჩება მომარაგების რამდენიმე მარშრუტი, თუმცა ბახმუტი სულ უფრო იზოლირებული ხდება.

ბახმუტის დაკავებას რუსეთის ძალები ზაფხულის შემდეგ ცდილობენ.