დიდი ბრიტანეთი ვიზებს გაუუქმებს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კავშირი აქვს ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან
დიდი ბრიტანეთი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კავშირი აქვს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან, ვიზებს გაუუქმებს, – ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა, ტერეზა მეიმ გააკეთა.
„შინაგან საქმეთა მინისტრი სწავლობს ყველა ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ვერ შემოვიდნენ, თუ რომელიმე მათგანს ბრიტანეთის ვიზა აქვს, დღესვე გაუუქმდება“,- განაცხადა ტერეზა მეიმ და აღნიშნა, რომ საღამოს საუდის არაბეთის მეფესთან გეგმავს საუბარს.
„ვგმობთ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სასტიკ მკვლელობას, მისი გაუჩინარებისთანავე მოვუწოდეთ საუდის არაბეთს, ითანამშრომლონ თურქეთის მხარესთან იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება. განცხადება, რომ ხაშოგი გარდაიცვალა ჩხუბის შედეგად, არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო განცხადებად“,- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.