დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს
დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ გავრცელებულ ცნობას უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს. პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაიბარეს.

„დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხომალდის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრების დარღვევის გამო ბრიტანეთის ატაშე რუსეთის თავდაცვის სამინისტროშია დაბარებული“, – განაცხადეს რუსეთის სამხედრო უწყებაში.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შავი ზღვის ფლოტმა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა დაადგინა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხომალდმა „დეფენდერმა“ რუსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. ინციდენტი ფიოლენტის კონცხთან მოხდა.

საპასუხოდ სასაზღვრო ხომალდებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, ხოლო ბომბდამშენებმა გამაფრთხილებელი დაბომბვა განახორციელეს, რის შემდეგ „დეფენდერმა“ ტერიტორია დატოვა.