დიდი ბრიტანეთი ქაბულიდან ყოველდღიურად 1000 პირის ევაკუაციას განახორციელებს
დიდი ბრიტანეთი ქაბულიდან ყოველდღიურად 1000 პირის ევაკუაციას განახორციელებს

დიდი ბრიტანეთი ქაბულიდან ყოველდღიურად 1000 პირის ევაკუაციას განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთის ოფიციალური პირები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ავღანეთიდან ბრიტანეთის მოქალაქეების და ევაკუაციას დაქვემდებარებული ავღანეთის მოქალაქეების გამოსაყვანად.

გარდა ამისა, მინისტრმა ბრიტანეთის მიერ 20 ათასი ავღანელი ლტოლვილის შეფარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ბრიტანეთი ყოველწლიურად 5 ათას ავღანელს შეიფარებს და იზრუნებს ქვეყანაში მათ განსათავსებლად.