დიდი ბრიტანეთი მუზეუმებს, თეატრებსა და სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციებს 1.5 მილიარდი ფუნტით დაეხმარება
დიდი ბრიტანეთი მუზეუმებს, თეატრებსა და სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციებს 1.5 მილიარდი ფუნტით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი ქვეყნის მუზეუმებს, თეატრებსა და სხვადასხვა კულტურულ ორგანიზაციებს 1.5 მილიარდი ფუნტით დაეხმარება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ლიდერების მოწოდებების შედეგად მიიღო.

კულტურული ორგანიზაციების დასახმარებლად შექმნილ ფონდში 880 000 ფუნტი გრანტის, ხოლო 270 000 ფუნტი სესხების სახით გაიცემა.

მთავრობის განცხადებით, სესხების პირობები მომგებიანი იქნება.

გრანტებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ ასევე კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებს.