დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია აცხადებენ, რომ ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად მათი სამხედროები არ დაშავებულან
დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია აცხადებენ, რომ ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად მათი სამხედროები არ დაშავებულან

დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია აცხადებენ, რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად მათი სამხედროები არ დაშავებულან. ამის შესახებ განცხადება ოთხი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

დიდ ბრიტანეთს ამჟამად ერაყში 500 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დისლოცირებული. ანალოგიური რაოდენობის ჯარისკაცით არის წარმოდგენილი კანადაც. მანამდე კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ სამხედრო პერსონალის ნაწილს, უსაფრთხოების მიზნით, ბეირუთში გადაიყვანს.

ახალ ზელანდიას ერაყში 50 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი. როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, იმ ბაზებზე, სადაც ახალზელანდიელი სამხედროები იმყოფებიან, სარაკეტო დარტყმა არ განხორციელებულა.

ირანმა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტები გაუშვეს აინ ალ-ასადის ავიაბაზისა და ერბილის აეროპორტის მიმართულებით. ამ ეტაპზე, დაღუპულებისა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.