დიდი ბრიტანეთი და დანია უკრაინას დამატებით ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევენ
დიდი ბრიტანეთი და დანია უკრაინას დამატებით ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევენ

დიდი ბრიტანეთი და დანია უკრაინას დამატებით ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა კოპენჰაგენში მიმდინარე დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთეს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ლონდონი კიევს დამატებით გადასცემს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 80 კილომეტრია.

ბენ ვოლესის თქმით, ეს შეიარაღება დაეხმარება უკრაინაში დაიცვას თავი რუსეთის არტილერიისგან.

თავის მხრივ, დანიის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კოპენჰაგენი 110 მილიონი ევროთი გაზრდის უკრაინის ფინანსურ დახმარებას.

„ეს არის ომი, რომელიც მიმდინარეობს იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც დაფუძნებულია ევროპა და მთელი თავისუფალი სამყარო. დღეს ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას“, – განაცხადა დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედრეკსენმა.