დიდი ბრიტანეთი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა
დიდი ბრიტანეთი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

დიდი ბრიტანეთი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მოწამვლის გამო რუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ცნობით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საქნციებს დააწესებს ექვსი ფიზიკური და ერთი იურიუდული პირის წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობასა და მოწამვლასთან.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის დანაშაულებრივ მოწამვლასთან. რუსეთის სახელმწიფოს მიერ ქიმიური იარაღის ნებიმიერი გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ, პასუხი ვაგებინოთ დამნაშავე პირებს“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომინიკ რააბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე სანქციები ექვს ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს დაუწესა.

დატოვე კომენტარი