დიდ დიღომში, წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკის საწყობი იწვის

23:03, 17.03.2019

თბილისში, დიდ დიღომში, წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკის საწყობი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 600 კვ/მ ფართობი.

„მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას“, – აცხადებენ უწყებაში.

მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი.

ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მსგავსი