დიდ დიღომში, სოფელ დიღმის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
დიდ დიღომში, სოფელ დიღმის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, შპს „ბობ გრუპმა“ გაზსადენი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილის ენერჯი ავრცელებს“

„თბილისი ენერჯის“ გაზსადენის დაზიანების გამო, გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა დიდ დიღომში – სოფ. დიღმის მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების ნაწილს, სულ 5000 აბონენტს.

როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, კერძოდ: დანიბეგაშვილის, ტარიელის, უსენის, რამაზის, დავარის, არქანჯელო ლამბერტის, ფატმანის, ავთანდილის, თინათინის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, იაკობ რაინეგსის, მაქს ტალკეს, ბერტა ფონ ზუტნერის, იან ჰომერის, კრისტიან სტივენის, ხატაეთის, ასმათის, ფრედერიკ მონპერის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ჰაინრიხ კლაპორტის, ჰუბერტის, კასტელისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე სოფ. დიღომი, ნაკვ. 001-ში – ამხანაგობა „გეოთურის“, ნაკვ. 034/140 (რ-1819), სოფ. დიღმის მიმდ. ნაკვ. 225-ში (რ-1149), სოფ. დიღომი, ნაკვ. 035/753 (რ-2669), სოფ. დიღომი ნაკვ. 458-ში (რ-1102), სოფ. დიღომი ნაკვ. 038/938 – შპს „ქართულ-უკრაინული ჯგუფი”-ს (რ-1946), სოფ. დიღომი, ნაკვ. 038/341 და ნაკვ. 038/340 (რ-1137), სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/465, სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 22 – შპს „მარდიელი ჯგუფი”-ს (რ-2528), სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 34-ში შპს ,,დიღომი დეველოპმენტი”-ს (რ-2650), სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 16 , ნაკვ. 465 (რ-1258), სოფ. დიღომი, ნაკვ. 039/672 – შპს „ჯეოტერა -1” (რ-1949), სოფ. დიღომი, ნაკვ. 037/543 (რ-697), დიდ დიღომი, ნაკვ. 345, დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 10კ, ნაკვ. 345 (რ-698), სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 27, 28, 64 (რ-1289), ვაფხისტყაოსნის ქ. 88-ში – შპს ,,საქართველოს ბიზნეს ჯგუფი”-ს (რ-2587), დიდი დიღომი – დავარის ქ. 1 (რ-1041), დავარის ქ. 20, 27, 36, 46, სოფ. დიღომი – ხატაეთის ქ. 39, 41, სოფ. დიღომი – ვეფხისტყაოსნის ქ. 54 -შპს „დიღომი ჰაუსის“ (რ-1602 და რ-2445), დიდი დიღომი – მირიან მეფის ქ. 8კ, 50, 80, 80ა (რ-1101), მირიან მეფის ქ. 96ა (რ-1102), 100, 106ა, სოფ. დიღომი, ნაკვ. 036/665 (იგივე ვეფხისტყაოსნის ქ. 40) – ამხანაგობა “დიდი დიღომი 32” (რ-2025), სოფ. დიღომი – არქანჯელო ლამბერტის ქ. 33 (რ-2485), სოფ. დიღომი – დავარის ქ. 29 – შპს „სოლიდ ბილდინგის“ (რ-2767), სოფ. დიღომი – სტრაბონის ქ. 26 (რ-1454), სტრაბონის ქ. 32-ში მდებარე შპს „სანთომის“ (რ-2451), სოფ. დიღომი – ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ. 74 (იგივე უსენის ქ. 74) (რ-2415), სოფ. დიღომი – ფატმანის ქ. 83, სოფ. დიღომი, ნაკვ. 035/753-ში შპს „ახალი თბილისის“ (რ-2435) მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს „დიდებული 2018”, შპს „შვიდი”, შპს „სანნი”, შპს ,,იმედის კლინიკა“, შპს „გალტამი”, შპს „გუდფუდ“, შპს „გ. თ. სერვისი”, შპს „ლატეკი“, შპს „Aძ-GEOღGIA”-ს – „აზატო”, დიდი დიღმის III მ/რ-ის მიმდებარედ – შპს „L.N.D. Gროუპ” ,ფ/პ ნონა ჟამუტაშვილი და სხვა.

„გაზმომარაგების დროულად აღდგენისათვის მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 29 ნოემბრის 10.00 საათიდან და დასრულდება 18.00 საათამდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ კომპანიაში.