დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

23:33, 14.01.2025

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი კორპუსის მეთერთმეტე სართულის ერთ-ერთ ბინაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი