დიდ დიღომში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
დიდ დიღომში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

​კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამჯერად დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩები მოირეცხა.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

„გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში, ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, შედეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, მოგვიანებით კი, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ასევე, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჭავჭავაძის გამზირებსაც ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.