დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, ჭელიძის ქ. N 32-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში: ჭელიძის, ხატაეთის, ავთანდილის,  შერმადინის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.