დიდ დიღომში მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს
დიდ დიღომში მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში ადგილობრივი მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

მშენებლობა საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს.

აქციის მონაწილეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის ერთი შესასვლელის პარალიზება მოხდება და ბაღის 500-მდე აღსაზრდელს სამშენებლო მასალების მტვერი და მშენელობის პროცესი საფრთხეს შეუქმნის.

აქციის მინაწილეები ამბობენ, რომ თბილისის მერიას მიმართეს, რის შემდეგაც კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას კომპანია „იჯი გრუპი“ გეგმავს.