დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ფასადზე 17 იანვრის 00.00 საათზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.​

დიდ დიღომში 16 იანვარს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.