დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

21:05, 16.01.2019

დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.

დიღომში აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

მსგავსი