დიდ დიღომში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
დიდ დიღომში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, დიდ დიღომში. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.