დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

დიდ დიღომში, ფარნავაზის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი. მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უკვე გადაიყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.