დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

​აფეთქების შედეგად არიან ასევე დაშავებულები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.