დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

დაშავებულებიდან შედარებით მძიმეა მეშვიდე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც „იმედის კლინიკაში“ იმყოფება და დავით სერგეენკო მას ადგილზე მოინახულებს.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.