დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს

00:30, 01.05.2021

დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ქუჩები დაიტბორა.

ამასთან, სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წყალმა საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებზეც შეაღწია და ასევე, ერთ-ერთი კორპუსის გადახურვაც დააზიანა.

მსგავსი