ბლენჰეიმის სასახლიდან, სადაც უინსტონ ჩერჩილი დაიბადა, ოქროს უნიტაზი მოიპარეს
ბლენჰეიმის სასახლიდან, სადაც უინსტონ ჩერჩილი დაიბადა, ოქროს უნიტაზი მოიპარეს

დიდ ბრიტანეთში, უინსტონ ჩერჩილის სახლიდან ოქროს უნიტაზი მოიპარეს.

„როიტერის“ ცნობით, ოქსფორდშირში მდებარე ბლენჰეიმის სასახლეში, სადაც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაიბადა, ოქროს უნიტაზი გამოფენაზე ინსტალაციის სახით იყო წარდგენილი.

სააგენტოს ცნობით, უნიტაზი იტალიელმა ხელოვანმა, მაურიციო კატელანმა 18 კარატიანი ოქროთი დაამზადა. ის ხუთ მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ბლენჰეიმის სასახლესთან ღამის საათებში ორი ავტომობილით მივიდნენ და შემთხვევის ადგილი 04:57 საათზე დატოვეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. თუმცა სამარათალდამცველებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.