დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში 15 მიგრანტი აღმოაჩინეს, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან
დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში 15 მიგრანტი აღმოაჩინეს, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან

დიდ ბრიტანეთში სატვირთო ავტომობილში 15 მიგრანტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

როგორც ცნობილია, უილშირის საგრაფოში მდებარე ქალაქ ჩიპენჰემის სამართალდამცავ უწყებაში სატვირთო ავტომობილისა და მისი მძღოლის საეჭვო ქმედების შესახებ შევიდა ცნობები. ადგილზე მისვლის შემდეგ კი, პოლიციამ სატვირთოში 15 არალეგალი მიგრანტი იპოვა. მათ ადგილზე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ერთის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ამასთან ერთად, სამართალდამცველების ცნობით, მიგრანტების ნაწილი არასრულწლოვანია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. 50 წლის მამაკაცი სატვირთო ავტომობილს მართავდა. მას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მიგრანტების არალეგალურ შეყვანაში ადანაშაულებენ. მიმდინარეობს დაკითხვა.

დიდ ბრიტანეთში არალეგალებს მიგრანტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფონზე მიაგნეს. 23 ოქტომბერს ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილები ვიეტნამის მოქალაქეები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთსა და ვიეტნამში რამდენიმე პირი უკვე დააკავეს.

დატოვე კომენტარი