დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ახალ, საკუთარ შენობაში გადავიდა

17:10, 13.09.2019

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ლონდონში ახალ შენობაში გადავიდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი ავრცელებს.

საელჩოს ახალი მისამართია – 20 Saint George’s Square, Pimlico, London.

ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შესაძენად გასული წლის ბოლოს 3 520 000 ფუნტი სტერლინგი გამოიყო. მანამდე საელჩო ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული.

მსგავსი