დიდ ბრიტანეთში „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭეს
დიდ ბრიტანეთში „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭეს

დიდ ბრიტანეთში „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭეს. ეს მესამე ვაქცინაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ვირუსთან ბრძოლაში გამოიყენებს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინა რეგულატორის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება. ბრიტანეთის მთავრობამ „მოდერნას“ ვაქცინის 10 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა, თუმცა ქვეყანა მას სავარაუდოდ გაზაფხულამდე ვერ მიიღებს.

ბრიტანეთის ბიზნესის დეპარტამენტის მდივნის განცხადებით, ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კარანტინის დასრულებისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისკენ.

შეგახსენებთ, ევროკავშირში „მოდერნას“ ვაქცინას ავტორიზაცია 6 იანვარს მიენიჭა.

დატოვე კომენტარი