დიდ ბრიტანეთში მძარცველებმა ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების „ეფლის“ პროდუქცია გაიტაცეს
დიდ ბრიტანეთში მძარცველებმა ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების „ეფლის“ პროდუქცია გაიტაცეს

დიდ ბრიტანეთში მძარცველებმა ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების „ეფლის“ პროდუქცია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ბოროტმოქმედები ინგლისის ცენტრალურ ნაწილში მოძრავ სატვირთო ავტომობილს დაესხნენ თავს. გამოძიების ცნობით, დამნაშავეებმა მძღოლი და დაცვის წევრი გაკოჭეს, რის შემდეგაც სატვირთო ავტომობილი, რომელშიც კომპანია „ეფლის“ პროდუქცია იყო მოთავსებული, ახლომდებარე დასახლებაში გადაიყვანეს.

გამომძიებლების თქმით, ამის შემდეგ მძარცველებმა „ეფლის“ პროდუქცია, მათ შორის ტელეფონები, სმარტ საათები, ყურსასმენები და ა.შ. სხვა ავტომობილებში გადაალაგეს და მიიმალნენ.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, მძარცველებს იარაღი არ ჰქონიათ. ასევე უცნობია რამდენიმ პირი მონაწილეობდა ძარცვაში.

დატოვე კომენტარი