დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მიგრანტებს კორონავირუსის ვაქცინით უფასოდ აცრა შეეძლებათ
დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მიგრანტებს კორონავირუსის ვაქცინით უფასოდ აცრა შეეძლებათ

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მიგრანტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეეძლებათ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ქვეყანაში ცხოვრების ან მუშაობის უფლება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად ჩავიდნენ, ადგილობრივ ექიმებთან უნდა დარეგისტრირდნენ, რათა თავიანთი რიგის მოსვლის დროს ვაქცინის გაკეთება შეძლონ.

როგორც მთავრობის პრესსპიკერმა აღნიშნა, ბრიტანეთში მცხოვრებ ყველა ადამიანს, მათი საიმიგრაციო სტატუსის მიუხედავად, ვაქცინას უფასოდ შესთავაზებენ. მისი თქმით, ვაქცინის გაკეთება საიმიგრაციო შემოწმებას არ გამოიწვევს.

ბრიტანეთი ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიო ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 მილიონს აღწევს.