დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 6 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 6 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 6 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 425 775 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 41 971 ადამიანი.