დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 13 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 13 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 13 494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 678 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 3 996 839 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ლეტალური შემთხვევების კუთხით ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზე, ქვეყანაში ვირუსით 115 070 ადამიანია დაღუპული.

დატოვე კომენტარი