დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტების მოკვლევისთვის 1800-კაციანი ჯგუფი შეიქმნა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტების მოკვლევისთვის 1800-კაციანი ჯგუფი შეიქმნა

ინგლისის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებისთვის სპეციალური 1800-კაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მუშაობას შემდეგი კვირიდან დაიწყებს.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად კონტაქტების მოძიების პრაქტიკის გაძლიერებასთან ერთად, ბრიტანეთში შემდეგი კვირიდან მასობრივი ტესტირებებიც დაიწყება.

როგორც ჰენკოკმაბიბისისთან“ საუბრისას განაცხადა, კონტაქტების მოძიების პრაქტიკა უკეთ მაშინ მუშაობს, როცა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა თუ ამ მიდგომამ დიდ ბრიტანეთშიც გაამართლა, ქვეყანა სოციალური დისტანცირების ზომების შერბილებას უფრო მალე შეძლებს.