დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 468-ით გაიზარდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 468-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 468-ით გაიზარდა და ახლა 34 466-ს შეადგენს.

ქვეყანაში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 3 451 ახალი შემთხვევა და საერთო მაჩვენებელი 240 161-მდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით „კოვიდ-19“-ზე ტესტირება უკვე 2 489 563 ადამიანს ჩაუტარდა.