დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 324-ით გაიზარდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 324-ით გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 324-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს „ბიბისი“ ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი საერთო ჯამში 39 369-ს შეადგენს.

დიდ ბრიტანეთში სულ გამოვლენილია კორონაცირუსის 277 985 შემთხვევა, აქედან ინფიცირების 1 613 შემთხვევა მხოლოდ ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 600 000-ზე მეტი ტესტი, აქედან 135 643 ტესტი პირველ ივნისს ჩატარდა.