დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდნეობა 384-ით გაიზარდა

20:50, 15.05.2020

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 384-ით გაიზარდა. ამგვარად, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 33 998 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამის მონაცემებიდან გარდაცვალების 186 შემთხვევა დაფიქსირდა ინგლისში. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორნავრიუსის გამოსავლენად 134 ათასამდე ტესტი ჩატარდა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 236 711 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი