დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

20:55, 06.05.2020

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 649-ით გაიზარდა და ჯამში 30 076 შეადგინა. ამის შესახებ ლონდონში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის კომუნიკაციების მდივანმა, რობერტ ჯენრიკმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთი „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 202 ათასს აღემატება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონის მიმდინარე კვირის ბოლოს მიმართვით წარდგება და კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმას გამოაცხადებს.

მსგავსი