დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 280-ით გაიზარდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 280-ით გაიზარდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 280-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული ერთი კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სულ 1 608 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა ერთი კვირის მაჩვენებელთან შედარებით 52,6%ით მეტია.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 23 065 შემთხვევა გამოვლინდა.

დიდ ბრიტანეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 965 340 შემთხვევა. გარდაიცვალა 45 675 ინფიცირებული.