დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 106 წლის ქალი განიკურნა

17:53, 15.04.2020

კორონავირუსისგან 106 წლის ქალი გამოჯანმრთელდა.

კონი თითჩენმა კოვიდ-19 ბირმინგემის საავადმყოფოში სამკვირიანი მკურნალობის შედეგად დაამარცხა.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონი ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელმაც ვირუსი დაძლია.

საავადმყოფოს პერსონალმა ის სახლში ტაშის ფონზე გააცილა.

მსგავსი