დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო წამლების მასშტაბური ტესტირება იწყება
BEOGRAD,03.mart,2020. Institut za Virusologiju i vakcine Torlak. Ispitivanje testovi za korona virus, COVID-19 ,laboratorija ,zdravlje ,grip RAS foto oliver bunic
დიდ ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, წამლების ტესტირების მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური პროცედურა იწყება, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავცრელებს.
ქვეყნის 165 საავადმყოფოში, ტესტირებაში 5 000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობს.
„ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტესტირებაა. იმედი გვაქვს, რომ ივნისისის დასაწყისში უკვე კონკრეტული პასუხები გვექნება. თუ შედეგები უფრო ადრე გახდა ცნობილი, მათ შესაბამისად გავასაჯაროებთ“, – განაცხადა ახალი ინფექციური დაავადებების პროფესრომა ოქსფორდის უნივერსიტეტში პიტერ ჰორბიმ, რომელიც ამ კვლევას პირადად ხელმძღვანელობს.