დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამი შემთხვევიდან ერთი უელსში გამოვლინდა, ორი კი ინგლისში.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტში განაცხადეს, ინგლისში მცხოვრები პაციენტები კორონავირუსით ირანში ყოფნისას დაინფიცირდნენ. უელსში მყოფი პაციენტი კი, ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობისას. ეს უელსისთვის კორონავირუსის პირველი შემთხვევაა. მანამდე, 27 თებერვალს, პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ამგვარად, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების თანამშრომლები ცდილობენ, დაადგინონ ის პირები, ვისთანაც დაავადებულებს ბოლო დროს ჰქონდათ კონტაქტი.

დატოვე კომენტარი