დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 231 პაციენტი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 231 პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 231 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 4 049 924 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 79 120 ადამიანი.

ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, სადაც კომპანია „ფაიზერის“ მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში ვაქცინაცია 15 300 151 ადამიანს ჩაუტარდა.