დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 846 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 846 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიტანეთში „კოვდი-19“-ის 846 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 28 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში 300 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 46 000-ზე მაღალია.