დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 634 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 634 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 6 634 შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს ბრიტანული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაერთიანებულ სამეფოში დაავადების გავრცელებიდან დღემდე სულ გამოვლენილია კორონავირუსის 416 363 შემთხვევა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ჯამში 41 902 შეადგინა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, გასულ კვირას ინგლისში შეზღუდვები გამკაცრდა.